Monday, April 12, 2010

ბლუმბერგი


საინფორმაციო ბაზარზე ბლუმბერგის მიერ შექმნილი ''ლურჯი ოკეანე'' შეუდარებლად მომგებიანი აღმოჩნდა.მდიდარ ამერიკელთა შორის ''ბლუმბერგგი'' მე-8 პოზიციას იკავებს.''ბლუმბერგი'' კერძო კომპანიაა.მისი ძირითადი მფლობელი მაიკლ ბლუმბერგია,რომელიც დძეს ნიუ-იორკის მერია.''ბლუუმბერგი'' ჩვენთვის ცნობილი ტერმინალებითაა დაკავებული.დღეს მსოფლიოში 300 ათასამდე ტერმინალია დამონტაჟებული,რომელთა საშუალებით მომხმარებელს ფინანსურიინფორმაცია მიეწოდება. კომპანიას აქვს ასევე თვისი ტელევიზია,რადიო.ინტერნეტ გამომცემლობა,ასევე ინტერნეტ საიტი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია მთელ მსოფლიოში.

Sali Chipashvili

ხრიდოლი


„ვინც ამიტირებს სამშობლოს მგელივით შავეტანები!“–ასეთი სულისკვეთება ქართველ მეომრებს ოდითგან მოსდევთ. ასწლეულების წინ საქართველოში უკვე არსებობდა საკმაოდ დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება. 1997 წელს აღსდგა ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეომრები მტერს სწორედ ასეთი ილეთებით იგერიებდნენ. ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთი სახეობაა ხრიდოლი,რომელშიც ქართველთა ისტორიაა ასახული,ჩვენ ხომ მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ქართველი მეომრებისთვის დღესაც უცილებელია ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, მამა –პაპური, დროით გამოცდილი უნარ–ჩვევების შესწავლა. ქართველი ჯარისკაცები ინტენსიურად ვარჯიშობენ და ეუფლებიან ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნებას. თითოეული ქართველი ქცევის ნორმებს და ცხოვრების წესს განსაზღვრავდა ერთგვარი მეომრული კოდექსი, რომელიც 365 წესს ითვლიდა. წესების რაოდენობა საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე აშენებული 365 მთავარი სალოცავის რაოდენობით იყო განსაზღვრული რადგან ქართველ მებრძოლთა მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა. თითოეული მეომარი წმნდა გიორგის ყმად იწოდებოდა. ამ წესებით იყო განსაზღვრული ქართველის ქცევის ნორმები ბრძოლაში, შრომაში, სუფრასთან თუ სახლში ყოფნის დროს. განსაზღვრული იყო როგორ დაეძინა, როგორ შეენახა იარაღი, განსაზღვრავდა უფროს–უმცროსობის, სტუმარ–მასპინძლობის, ქალთან, მამაკაცთან ქცევის ნორმებს. თითოეული წესი ქვეყნის გადარჩენისა და საბრძოლო მზადყოფნის შინაარსის მატარებელი იყო. ქართული საბრძოლო ხელოვნების უმდიდრესი კულტურის შექმნაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მრავალფეროვნებამ და თავისებურებამ. საქართველოს თითოეულ კუთხეს გააჩნდა მისთვის დამახასიათებელი საბრძოლო ტრადციები. ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთ სახეობას. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით, ხრიდოლი იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა მეტოქეს.ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებძოლს წამოადგენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსტატობის დონის მაჩვენებელიც იყო , რადგან ხრიდოლის წესით მებრძოლს უნდა უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა კიდეც ქართველი ხრიდოლოსნები: „იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა თქვენს საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო ! დრეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი !“ 1980 წელს ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართველ მებრძოლთა ჯგუფი „იბერიელი მგლები“, რომლის მიზანი იყო ქართველთა მხედრული ტრადიციების აღორძინება. დღეისთვის თბილისის მასშტაბით არაერთი ახალგაზრდაა ჩაბმული სპორტის ამ სახეობაში და ცდილობენ ეროვნული ფასეულობები გადასცენ მომავალ თაობას. ხრიდოლის ფედერაციის მიზანია თითოეულ ქართველს ცხოვრების წესად ექცეს წინაპართა სამამაცო ზნე.

Sunday, April 11, 2010

Bloody Mary


Bloody Mary იგივე სისხლიანი მერი, ბევრი სხვა საშიში ლეგენდების მსგავსია. ყოველ წელიწადს მილიონობით ბავშვი (ძირითადად ამერიკაში) აკეთებს სისხლიანი მერის “ცერემონიას” იმის შესამოწმებლად მართლა გამოჩნდება იგი სარკეში და მოკლავს მას თუ არა.

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. სისხლიან მერის ეძახიან ასევე მერი ვორსს, მერი ვორსინგტონს, მერი ჯეინს, მერი ვეილსს, ჯოჯოხეთის მერის და ა.შ. ერთ-ერთი ვერსია მოგვითხრობს, რომ მერი ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო. ერთი პერიოდი ის ქირურგს ხვდებოდა, რომელმაც ერთ დღეს მას სარკის წინ თვალები ამოჭრა და ამის შემდეგ მისმა განრისხებულმა სულმა კვლა დაიწყო. ასევე ამბობენ, რომ თვალები არა ქირურგმა, არამედ მამამისმა ამოჭრა.

კიდევ სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს. ლამაზ მერის ბავშვობაში სახე დაუმახინჯდა, მას ყველა დასცინოდა და ბოლოს დეპრესიის ნიადაგზე მერი სააბაზანოში შევიდა, სარკე გატეხა და იმ ნატეხებით თავი მოიკლა… და ამის შემდეგ დაიწყო მკვლელობა. ასევე უამრავ ფილმში თუ სერიალშია იგი მოხსენიებული სულ სხვადასხვა ლეგენდებით….

მაგრამ მერი ყველას არ კლავს მის გამოძახებასთან დაკავშირბითაც უამრავი ვერსია არსებობს. მაგ: უნდა შეხვიდე სააბაზანოში, სიბნელეში, შეიტანო სანთელი სამჯერ დატრიალდე და თან თქვა “სისხლიანი მერი”, ან შეხვიდე სააბაზანოში კვლავ სიბნელეში სანთელით ხელში და წარმოთქვა “სისხლიანი მერი” 17-ჯერ, 20-ჯერ ან იძახო იქამდე სანამ არ გამოგეცხადება….

                                                                                                                                  Giorgi Misheladze

სალიამის ქუჩა

სალიამის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობდა, ოდნავ მოშორებით ბიზნეს ცენტრებისგან, ძვირფასი სასტუმროებისა და უამრავი დასახელების ბანკისგან. შუშის შენობების და ჰალსტუხიანი ადამიანების შემყურე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ ორმოცდაათიოდე ნაბიჯის შემდეგ, ამ ყველაფრისგან განსხვავებულ ცხოვრებაში შედგამდა თავის ორმოცდა მეთერთმეტე ნაბიჯს.
სალიამის ქუჩა ზედმეტად ვიწრო იყო ავტომობილთათვის, ამიტომაც მაცხოვრებლები თითქმის არ ხვდებოდნენ უზარმაზარი ჯიპის მძღოლს, რომელსაც გამოსაჩენად გაკეთებული სქელი ოქროს ძეწკვი კისრის ნაკეცებში ეკარგებოდა.
აქ არ იყო ძვირფასი სახელის მქონე მაღაზიები, ამიტომაც არავის ენახა, როგორ დაგორავდა ჯიპის მძღოლის აქოშინებული მეუღლე აქეთ-იქით და როგორ ვერ პოულობდა თავის ზომა ტანსაცმელს.
სალიამზე იყო ერთი პატარა ბარი, სადაც არ იყო მიმტანი და არც მენიუ არსებობდა, რადგან სალიამელები ერთმანეთს ემსახურებოდნენ ღიმილით, ყოველგვარი თანხის გარეშე, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ არ ენახათ, თუ როგორ ექცეოდნენ მიმტანებს ჯიპის მძღოლი და მისი მეუღლე, ძვირადღირებულ რესტორანში.
ახლო-მახლო არ იყო ეკლესია და შესაბამისად არავის დაუნახავს, როგორ უყურებდა სალოცავად წასული ჯიპის მძღოლი ქალებს უკანალზე, ხოლო მისი მეუღლე ამავე ქალების კაბებს, ჩანთებს, საათებს და ბეჭდებს.
სალიამზე ყველა ერთმანეთს იცნობდა, ჯიპის მძღოლი და მისი მეუღლე კი რატომღაც ბევრს ვეღარ ცნობდნენ.
სალიამელები ერთმანეთს მთელი გულით ესალმებოდნენ, ცოლ-ქმარიც ამბობდა სალამს, ოღონდ მხოლოდ საპოხ მასალასთან ერთად..

დღეს სალიამის ქუჩა ისევ ისეთია, როგორიც იყო ადრე. ჯიპის მძღოლიც ისევ ისეთია, როგორიც ადრე..სოფელში დაბრუნდა და.. 

                                                                                                                                    Vakho Chikvaidze